ტერმინოლოგია
Forex - სავალუტო ბაზარი, სადაც მყიდველები და გამყიდველები ატარებენ სავალუტო ტრანზაქციებს.
ბროკერი - ორგანიზაცია, რომელიც სთავაზობს დაკრედიტების და ტრეიდერების მხარდაჭერის მომსახურებას.
ხარი - ტრეიდერები, რომლებიც მუშაობენ ვალუტის კურსის აწევაზე
ხარის ბაზარი - ბაზარი კურსის ზრდის ტენდენციით.
სავალუტო კოტირება - არის ორი სახის:
-
პირდაპირი კოტირება - 1 აშშ დოლლარზე მოსული ვალუტის ერთეულის რაოდენობა (დოლლარი ყოველთვის დგას სავალუტო წყვილის წინ.
-
საპირისპირო კოტირება - 1 ევროზე, ინგლისურ ფუნტზე ან შვეიცარიის ფრანკზე მოსული ვალუტის ერთეულის რაოდენობა (ევრო, ინგლისური ფუნტი ან შვეიცარიის ფრანკი ყოველთვის დგანან სავალუტო წყვილის წინ).
ძირითადი ვალუტა - ვალუტა, რომელიც სავალუტო წყვილის აღნიშვნისას დგას პირველი.
კოტირების ვალუტა - (კოტირებადი ვალუტა) ყველა სავალუტო წყვილში იწერება მარჯვნიდან(მეორე).
სავალუტო კურსი - ერთი ქვეყნის ფულადი ერთეულის ფასი, ასახული სხვა ქვეყნის ფულად ერთეულში.
სავალუტო წყვილი - ვალუტის კოტირების ტექსტური ჩანაწერი.
აღმავალი ტრენდი - როდესაც წინა მნიშვნელობასთან შედარებით ყოველ ჯერ მიიღწევა უფრო მაღალი სავალუტო კურსი, .
აღმავალი გრაფიკის ქვედა წერტილები უკავშირდებიან ერთმანეთან სწორი ხაზით - ტერნდის ხაზით.
შიდადღიური ვაჭრობა (intraday) - ვაჭრობაა, რომელიც ორიენტირებულია მოგების მიღებაზე ერთი დღის განმავლობაში.
დეპოზიტი - ფული, რომელიც შემოტანილია ანგარიშზე მომავალი ოპერაციების შესასრულებლად.
დივერსიფიკაცია - სტრატეგიაა, რომელის შემუშავებულია საფრთხეების შესამცირებლად, კაპიტალდაბანდებების განაწილებით სხვადასხვა სავალუტო წყვილთა შორის. არახელსაყრელი სიტუაციის განვითარება ერთ სავალუტო წყვილში, იქნება კომპენსირებული სხვა სავალუტო წყვილის წარმატებული გარიგებით.
დილინგი - უნაღდო ვალუტით ვაჭრობა.
სადილინგო ცენტრი - კომპანია, რომელიც სთავაზობს წვდომას სავალუტო ბაზარზე, ანგარიშების გახსნაზე კლიენტთა განაცხადების ფორმირების მეშვეობით.
არხი - განსაზღვრული დერეფანი ვალუტის კურსის მერყეობისა.
საკრედიტო მხარი - კრედიტის განაკვეთი, რომელსაც ბროკერი სთავაზობს ტრეიდერს.
კროსს-კურსი - კურსი, რომელიც ასახავს ორი ვალუტის ურთიერთობას, რომელთა შორის არც ერთი ვალუტა არ არის აშშ დოლლარი.
ტრენდის ხაზი - ეს არის გრაფიკზე გაყვანილი სწორი ხაზები, რომლებიც გადიან ღრმულებზე აღმავალი ტენდენციის დროს და პიკზე დაღმავალი ტენდენციის დროს.
მარჟინალური ვაჭრობა - ვალუტით ვაჭრობა გირაოს(მარჟის) მეშვეობით. მარჟინალური ვაჭრობის დროს აუცილებელია საპირისპირო გარიგების გატერება.
მარკეტ-მეიკერები - მსხვილი ბანკები და ფინანსური კომპანიები, რომლებიც განსაზღვრავენ სავალუტო კურსის მიმდინარ დონეს ან საპროცენტო განაკვეტს, საერთო ბაზრის მოცულობაზე თავისი ოპერაციების მნიშვნელოვანი წილის მეშვეობით.
დათვები - ტრეიდერები, რომლებიც მუშაობენ ვალუტის კურსის დაწევაზე
დათვური ბაზარი - ბაზარი კურსის დაწევის ტენდენციით.
დაღმავალი ტრენდი - როდესაც წინა მნიშვნელობასთან შედარებით ყოველ ჯერ მიიღწევა უფრო დაბალი სავალუტო კურსი. დაღმავალი გრაფიკის ზედა წერტილები ერთმანეთს უკავშირდებიან სწორი ხაზით - ტრერნდის ხაზით.
ორდერი - სავაჭრო ანგარიშზე ნებისმიერი გარიგება.
პუნქტი ან პიპსი - ფასის მინიმალური ცვლილება, რომელიც განსხვავებულია ყველა სავალუტო წყვილებისათვის.
რენდჟ - მანძილი საყრდენი და წინაღობის დონეებს შორის
სვოპი - ჯამი, რომელიც ჩამოეჭრება ან დაირიცხება ყოველ გახსნილ გარიგებაზე შუაღამის დადგომის შემდეგ.
სპრედი - სხვაობა, ჩვეულებრივათ ასახული პუნქტებში მყიდველის და გამყიდველის ფასებს შორის. უფრო დაბალი სპრედი მისაღებია ტრეიდერისათვის.
ტექნიკური ანალიზი - საბაზრო ანალიზის დარგი, რომელიც ვარაუდობს, რომ ბაზარი ფლობს მეხსიერებას,
და რომ მომავალი კურსის მოძრაობაზე დიდ გავლენას ახდენენ კანონზომიერებები მისი წარსულზე დამოკიდებლებით.
ტრანზაქცია - პოზიციის გახსნის/დახურვის ოპერაცია.
ტრენდი - ფასის მოძრაობის მიმდინარე საერთო მიმართულება.
Тренд - текущее общее направление движения цены.
საყრდენი დონე - არხის ქვედა ზღვარი.
წინაღობის დონე - არხის ზედა ზღვარი.
ფიგურა - ფასი ცვლილება 100 პუნქტზე.მაგალითად, ფასის ცვლილება EUR/USD с 1.770 до 1.870 ეს არის ერთი ფიგურით ზრდა.
ხედჟირება - ოპერაცია ერთიდაიგივე ფინანსურ ინსტრუმენტებთან, რომლებიც ნაწილობრივ გადაფარავენ წაგების რისკებს, სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან მუშაობს დროს. მაგალითად, დოლლარზე ფიუჩერსებით ვაჭრობის დროს,
რისკების ხედჟირება შესაძლებელია გარიგებებით EURUSD საოფციონო კონტრაქტებით ან პირიკით.
ჩარტი, გრაფიკი, დიაგრამმა - დროში ფასების ან სხვა ინფორმაციის ცვლილების გრაფიკული ასახვა.
ფუნდამენტალური ანალიზი - საბაზრო ანალიზის დარგი, რომელშიც პროგნოზები ფუძნდებიან ფინანსური სამყაროს მოვლენებზე. ჩვეულებრივ ძირითად კრიტერიუმებად ითვლებიან განსახილველი ვალუტის
ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია, საკრედიტო-ფულადი პოლიტიკა და სხვა «ფუნდამენტალური» ასპექტები.
ბანკთაშორისო კურსები - სავალუტო კურსები, რომლებზედაც მსხვილი საერთაშორისო ბანკები ახდენენ კოტირებას სხვა საერთასორისო ბანკებით. განსხვავება ვალუტის ყიდვის და გაყიდვის კურსებს შორის შეიძლება იყოს დაახლოებით 0.03-0.08%.